ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.
ადგილზე რამდენიმე მუშა კვლავ შიმშილობას აგრძელებს.
როგორც ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პაატა სამხარაძემ განაცხადა, მაღაროელების აქციას მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
პაატა სამხარაძის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ახლადარჩეული მერი, გივი მოდებაძე შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. მოგვიანებით კი მოდებაძე “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციაში შევიდა.
“აქციის მონაწილეებმა გზაც გადაკეტეს. არ უშვებდნენ მძიმე წონიან მანქანებს. მათ უნდოდათ გაეპროტესტებინათ ის პრობლემები, რაც მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას მოჰყვება,”-განაცხადა პაატა სამხარაძემ.
მაღაროელები ხელფასების 50%-ით გაზრდას, ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობისა და სამუშაოზე კვების გაუმჯობესებას ითხოვენ.