ჭიათურაში, არჩევნების ფონზე, საპროტესტო აქციები გრძელდება.
აქციაზე 70-მდე ადამიანია შეკრებილი. შიმშილობს 15 ადამიანი.
მოშიმშილეებმა საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართეს და საარჩევნო უბნებზე მისასვლელად ტრანსპორტის გამოყოფა მოითხოვეს.
მაღაროელები ხელფასების 50%-ით გაზრდას, ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობისა და სამუშაოზე კვების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ჭიათურაში დღეს მერი უნდა აირჩიონ.