ზესტაფონის 51-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით,
საკუთარი არჩევანი 3872-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. აღნიშნული რეგისტრირებული ამომრჩევლის 7, 5 %-ია.
საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის განცხადებით, მონაცემები წინა წლის ამ დროის მაჩვენებელთან შედარებით, მცირედით გაზრდილია.
ამ დროისთვის საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი დაიწერა.
ზესტაფონში 54 943 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”