წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 4215 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
წყალტუბოში ცესკოს საპილოტე პროექტის ფარგლებში, ხმის მიცემა ელექტრონულად ხორციელდება.
მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატისთვის 12 კანდიდატი იბრძვის.
გუმბრის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ სამ სოფელში: ბანოჯაში, გუმბრასა და ხომულში ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი.
გუმბრის ოლქში საკრებულოს დეპუტატის მანდატი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2018 წელს მაჟორიტარი-დეპუტატი გარდაიცვალა.
ფოტო: ინტერნერ სივრცე