ქუთაისში წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ იმსჯელეს.
საიას ქუთაისის ფილიალის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებიც განიხილა.
“ანალოგიური შეხვედრა აპრილის თვეშიც ჩატარდა. შეჯამდა, თუ რა დარღვევები გამოვლინდა წინასაარჩევნოდ. ვისაუბრეთ კვლევის შედეგებზეც, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩევლების მოსყიდვაზე,”-განაცხადა ფილიალის ხელმძღვანელმა, ზაალ გორგიძემ.
საია არჩევნებს ზუგდიდსა და წყალტუბოში დააკვირდება.
წყალტუბოში, ტყიბულში, ჭიათურასა და ზესტაფონში არჩევნებს დააკვირდება “სამართლიანი არჩევნებიც”.
ფოტო: “ძველი ქალაქი”