ქუთაისის მერიამ კაფე “სავანესთან” სასამართლო დავა წააგო.
გადაწყვეტილება მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძემ გამოაცხადა, რის მიხედვითაც კაფეს მეპატრონეები 2 000 ლარით არ დაჯარიმდებიან.
“სასამართლომ მერიის მიერ გამოწერილი 2 000 ლარიანი ჯარიმა გააუქმა. მოსამართლემ განაცხადა, რომ ჯარიმა არასწორად იყო გამოწერილი და ეს იყო მერიის მხრიდან შურისძიება. ჩვენთვის მოსამართლის გადაწყევტილება ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,”-განაცხადა კაფე “სავანეს” მფლობელმა, გიორგი ტურაბელიძემ.
შეგახსენებთ, კაფე “სავანეს” მფლობელები ქუთაისის მერიას ობიექტის მითვისების მცდელობაში ადანაშაულებენ. მათ რამდენიმე საპროტესტო აქციაც მოაწყვეს.