პოლიტიკა
"მივმართავ სასამართლოს"-შალვა კიკნაველიძე ბრალდებებზე
"ეს არის მისი მხრიდან სიცრუის ტირაჟირება და საზოგადოების ყურადღების მიქცევის მორიგი მცდელობა,"-ნათვქამია "ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, შალვა კიკნაველიძის განცხადებაში. კიკნაველიძემ განმარტა, რომ ზესტაფონის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვახტანგ რობაქიძის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება.

შალვა კიკნაველიძე აღნიშნავს, რომ მასსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის საუბარი შედგა, თუმცა, მისი განმარტებით, ეს რობაქიძის სურვილით მოხდა.

"რაც შეეხება შეხვედრის თემას, საუბარი იყო არჩევნების წყნარ, მშვიდ ვითარებაში წარმართვაზე და მისი მხრიდან შესაძლო მხარდაჭერაზე, რაც პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილია. გამომდინარე იქედან, რომ ზესტაფონში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი, ამ ეტაპზე თავს ვიკავებ და არ მივმართავ შესაბამის სტრუქტურებს, თუმცა არჩევნების დასრულების შემდგომ, მე მივმართავ სასამართლოს, რათა მოხდეს რობაქიძის მიერ გაცხადებული ინფორმაციის დადასტურება ან საჯარო უარყოფა,"- ნათქვამია შალვა კიკნაველიძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გუშინ განაცხადა, რომ მას კანდიდატურის მოხსნას ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ სთხოვდა. რობაქიძე ამბობდა, რომ ზესტაფონში ამომრჩევლის მოსყიდვა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა დაშინება მიმდინარეობს.

ფოტო: შალვა კიკნაველიძის "ფეისბუკ" გვერდი
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,თავიდანვე ,,ევროპული საქართველოს
15:41 / 15.11.2019
,,თავიდანვე ,,ევროპული საქართველოს" პოზიცია იყო, რომ არ გვჯეროდა იმის,
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება.
15:23 / 15.11.2019
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება." - ასე გამოეხმაურა ქუთაისის
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება.
15:23 / 15.11.2019
,,ეს იყო საუკუნის თაღლითი ივანიშვილის მორიგი გადაგდება." - ასე გამოეხმაურა ქუთაისის
19:25 / 14.11.2019
"ამ ტყუილს ხელისუფლებას არ ვაპატიებთ"- ამ ლოზუნგით
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის
ჩავარდნას
17:25 / 14.11.2019
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნას
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 2 - 7 °C
img
ქუთაისი 7 - 17 °C
img
ბათუმი 11 - 19 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019