ჭიათურის მერიაში 11 ახალი თანამშრომელი იმუშავებს.
მერიის ინფორმაციით, კადრები გამოცხადებული საკონკურსო-საატესტაციო კონკურსის წესის მიხედვით შეირჩა. თანამშრომლები მერის მოვალეობის შემსრულებელმა გივი მოდებაძემ წარადგინა.
“კონკურსი ობიექტურად ჩატარდა და კომისიამ კადრები გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით შეარჩია. მინდა, წარმატებები ვუსურვო ამ ადამიანებს. მჯერა, ისინი დიდი პასუხისმგებლობით შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას”,- განაცხადა გივი მოდებაძემ.
ახალი ხელმძღვანელები ჰყავს მერიის ადმინისტრაციულ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურებს; იურიდიულ და სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებებს. ასევე, მერიის სამსახურებში სპეციალისტების თანამდებობებზე 5 ახალი კადრი დაინიშნა. მერს ახალი წარმომადგენელი ჰყავს ქვაციხის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.
ფოტო: ჭიათურის მუნიციპლაიტეტის მერია