ზესტაფონის მერია სოციალურად დაუცველი ადამიანების საცხოვრებელი პირობების
გასაუმჯობესებლად მიმდინარე წელს 151 900 ლარს დახარჯავს. თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უსახლკარო ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფას მოიცავს. მუნიციპალური პროგრამა ბენეფიციარებისთვის როგორც სახლების შეძენას, ასევე სამშენებლო მასალებისთვის თანხების გამოყოფას ითვალისწინებს.
უსახლკარო პირთა და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლების მდგომარეობას მუნიციპალიტეტში შექმნილი შესაბამისი კომისია სწავლობს, რომლის შემადგენლობაში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შედიან.
კომისიამ განმცხადებელთა საცხოვრებელი პირობების შესწავლა უკვე დაიწყო.
პროექტი მეხუთე წელია ხორციელდება.
ფოტო: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია