იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის პოზიცია ზვიად შალამბერიძემ დაიკავა.
ახალი მოადგილე შავლეგო ტაბატაძემ თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. შალამბერიძე სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებს კურირებას გაუწევს.
ზვიად შალამბერიძე დღემდე შპს ,,ფრეგო”–ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო”–ში, სს ,,ჯი პი აი ჰოლდინგ”–ში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. იყო გაეროს განვითარების პროგრამის ,,საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა” ფინანსური ანალიტიკოსი.
ფოტო: იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია