ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიგა შუშანია
რუსთაველის ხიდზე დაგეგმილი სამუშაოების შეწყვეტას გამოეხმაურა. როგორც ოპოზიონერი დეპუტატი ამბობს, საზოგადოების აზრის გათვალისწინება მერიამ მოიმიზეზა. მისი თქმით, მერიას კომპანია რატომღაც, სავარაუდოდ, არ მოეწონა, რის გამოც ტენდერს თავიდან გამოაცხადებს.
“აუდიტის სამსახურმა ჯერ კიდევ ბოლო დასკვნაში ჩაწერა, რომ ხშირია შემთხვევები კონკრეტული ტენდერები კონკრეტულ კომპანიებზეა მორგებული. ხშირად არის დისკვალიფიკაცია არასწორი, არაარგუმენტირებული იმისათვის, რომ სასურველ კომპანიას გაამარჯვებინონ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ასეთ შეთანხმებასთან გვქონდეს საქმე, რომ როდესაც შესაძლოა ქალაქ ქუთაისის მერიას არ მოეწონა კონკრეტული შემსრულებელი და ამის გამო გადაწყვიტა თითქოს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება”.- განაცხადა გიგა შუშანიამ.
ქუთაისის მერიაში ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებაზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტი.