“დატოვე პარლამენტი ქუთაისში”- მსგავსი მოწოდებით პოსტერები ქუთაისის ქუჩებში დღეს გამოჩნდა.

ქუთაისში პარლამენტის დატოვებას ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე “ითხოვენ”. იდეა მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრებს ეკუთვნით. პოსტერების ავტორი მხატვარი ლევან ვეკუაა. 

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის თავზე მხატვრები აქცია-პერფორმანსს “ფეხით გადაგვიარეს” გამართავენ. ისინი ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის წართმევას გააპროტესტებენ. 12 მარტს, 13:00 საათზე, ქუთაისელი მხატვრები ქალაქის ცენტრალურ ბულვარში შეიკრიბებიან.

ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, პარლამენტის შენობაში საპოლიციო ჰაბი უნდა განთავსდეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შენობა საკონფერენციო ცენტრის ფუნქციის შესათავსებლად გამოდგება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *