“შენობა არის მდგრადი და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს,”-განაცხადა
“საქართველოს კულტურის პალატის” თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ შენობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. ქუთაისში, სულხან საბა ორბელიანის ქუჩა 10-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მდგრადობა დამაკმაყოფილებელია,”-ნათვამია დასკვნაში.
როგორც დავით ოქიტაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, შენობას ექსპერტები 10 დღის განმავლობაში ამოწმებდნენ. მისივე თქმით, ნაგებობა 12 ბალიან მიწისძვრას უძლებს.
შეგახსენებთ, დავით ოქიტაშვილს აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა ქუთაისში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოსთხოვეს.
“ქუთაისი არენაზე” დღეს სტეფანეს კონცერტი გაიმართება.