ქუთაისში 4 ლოკაციაზე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მოეწყობა, ესენია ქუთაისის
ცენტრალური ბულვარი, წითელ ხიდთან არსებული ობიექტი, ჯავახიშვილის ქუჩა, სასაფლაოსთან და ავტოქარხანა. მერია ობიექტებს იჯარით გასცემს, მოიჯარე კი მის კეთილმოწყობას უზრუნველყოფს.
“ობიექტები გადავიტანეთ საპრივატიზებო ნუსხაში, შეგვიძლია გამოვაცხადოთ აუქციონი. საუბარია მათი იჯარით გაცემის შესახებ. რამდენიმე პირობა გვაქვს ჩადებული, უნდა იყოს მოწესრიგებული, ჩატარებული უნდა იყოს კოსმეტიკური რემონტი. შედეგად, ბიუჯეტში შემოვა თანხა,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, ქუთაისში უფრო მეტი საპირფარეშოს მოწყობა ტურიზმის დეპარტამენტთან თანამშრომლობით იგეგმება. მერია ადგილმდებარეობას შეარჩევს, ხოლო მას დეპარტამენტი დაამტკიცებს. როგორც გიორგობიანი აცხადებს, თვითმმართველობა სურს ახალ ტურისტულ სეზონს მომზადებული შეხვდეს.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე