საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისში ღონისძიება სახელწოდებით : “თანასწორი საზოგადოება” გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა წარმოადგენდა.

“ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია მუშაობს ამ თემებთან დაკავშირებით. მოხარული ვართ, რომ მოგვეცა საშუალება გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება ქუთაისელ კოლეგებს. სამომავლოდ ბევრი პროექტის დაგეგმვის შესაძლებლობა მოგვეცემა. ქალთა ახლანდელი ჩართულობით პოლიტიკაში დიდად კმაყოფილები არ ვართ. ამის გამო ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს რეგიონებში იმის გამო, რომ გავაძლიეროთ ქალთა პოლიტიკური ჩართულობა.” – საარჩევნო სისტემათა საარჩევნო ფონდის ხელმძღვანელმა ქეთი მაისურაძემ.

შეხვედრის მთავარი სტუმარი ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე იყო, რომელმაც სტერეოტიპებზე გამარჯვების პირად ისტორიაზე ისაუბრა.

“ქალები შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად იკავებენ თავს პოლიტიკაში ჩართულობისგან. თუმცა ეს არამგონია მხოლოდ სუბიექტური გადაწყვეტილება იყოს. იკავებენ თავს იმ ბარიერის გამო, რომელიც იციან რომ დახვდებათ თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. არსებობს ძალიან ბევრი ბარიერი იქამდე, სანამ გადაწყვეტილების მიღების ეტაპი დადგება. რაც შეეხება პირად ისტორიას, მგონია არასდროს არ ვყოფილვარ ნაკლებად აქტიური. პოლიტიკაში ყოფნა არის ერთ ერთი საშუალება იმ მიზნების მისაღწევად რაც მქონდა და რასაც ვთვლიდი, რომ სწორი იყო. პოლიტიკაში ყოფნა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი და ეს რათქმაუნდა დროებითია. ამ პოზიციამ უნდა მომცეს საშუალება ვაკეთო ის, რასაც სწორად ვთვლი.”- განაცხადა ნინო თვალთავძემ.

ქუთაისში ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა კი ასეთია:


ქუთაისის საკრებულოში მისი შექმნის დღიდან დღემდე მხოლოდ 11 ქალი აირჩიეს დეპუტატად.

ქუთაისის პირველ საკრებულოს 2 ქალი წევრი – მაია სიმონიძე და მაია კვინიკაძე – ჰყავდა. ორივე “მოქალაქეთა კავშირიდან” იყო. მაია სიმონიძე 2017 წელს ისევ აირჩიეს დეპუტატად, ამჯერად ის “ქართუ ოცნებას” წარმოადგენს.

2006-2010 წლებში მხოლოდ 1 დეპუტატი იყო ქალი – მარინე ცირეკიძე “ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა”.

2010-2014 წლებში ქუთაისის საკრებულოში კიდევ ორი ქალი მოხვდა. მანანა კიკაბიძე და ირინე ივანეიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენდნენ. მოგვიანებით ისინი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” შეუერთდნენ.

2014-2017 წლებში საკრებულოში 3 ქალბატონი იყო. – ლელა ქელბაქიანი, ირმა პეტრიაშვილი, ნატო ქათამაძე “ქართულ ოცნებას” წარმოადგენდნენ. ლელა ქელბაქიანი  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე იყო, ხოლო – ნატო ქათამაძე კულტურის, განათლებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე. მას შემდეგ რაც “რესპუბლიკელები” “ქართულ ოცნებას” გაემიჯნენ ნატო ქათამაძე ოპოზიციაში აღმოჩნდა.

2017 წელს კი არჩევნების შემდეგ საკრებულოში 4 ქალი დეპუტატია . ელეონორა არჩაია, მარეხი ნიჟარაძე, მაია  სიმონიძე და ნანა კოსტავა. ოთხივე “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ.

იხ. მასალა – ქალები ქუთაისის საკრებულოში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *