ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია იგეგმება.
აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა განაცხადა.
ასევე, იგეგმება ქუჩების რეაბილიტაცია, რომელთა შორისაა პეტრიწის მეორე შესახვევი, მაჩაბლის ქუჩა და სხვა. ჩამონათვალში შედის ქუჩები ავტოქარხნის დასახლებაში.
აღნიშნული ქუჩებისა და შენობის რეაბილიტაციისათვის მერია პროექტირებაზე ტენდერს გამოაცხადებს.
“ასსაფეხურიანი კიბეების რეაბილიტაციის პროექტსაც შევიძენთ. თუ გადმოგვცემს ეკონომიკის სამინისტრო ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთს იქნება პროექტში ჩასმული, თუ არა პროექტი შეიცვლება რაღაც ნაწილში,”-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
ფოტო:ინტერნეტ სივრცე