ქუთაისს პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი და პოლონური დელეგაცია ესტუმრა.
მხარეებმა რეგიონისა და ქალაქების სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს. გაიხსენეს ქუთაისში დაღუპული პოლონელი გმირები.
“დღევანდელი ვიზიტი პოლონელი პატრიოტების, პოლონელი გმირების ხსოვნის აღნიშვნას ეძღვნება, რომლებიც განისვენებენ ქუთაისში, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია,”-განაცხადა პოლონეთის ელჩმა.
დელეგაციას იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
“ვისაუბრეთ ქალაქებისა და რეგიონის სამომავლო ურთიერთობებზე. ჩვენი რამდენიმე ქალაქი ერთმანეთთან დამეგობრებულია. ვგეგმავთ, რეგიონებიც დავუკავშიროთ ერთმანეთს,”-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
იმერეთის გუბერნატორის თქმით, შესაძლოა, დაღუპული გმირების პატივსაცემად, ქუთაისში მემორიალური დაფა განთავსდეს.
პოლონური მხარე პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის მიერ ქუთაისში გატარებული პერიოდის შესწავლასაც გეგმავს. პრეზიდენტი ქუთაისში 1885 წლის 23 იანვარს დაიბადა.