“თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის წევრი გოგი წულაია და იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსი კახა გაზდელიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
როგორც კახა გაზდელიანი აცხადებს, ეროვნული სატყეო სააგენტო თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებს და მუხნარის ტყეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ტყეში 9500-მდე ნერგი დაირგო, რის შესახებაც გოგი წულაიამ იცოდა.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 კვარტალში მონიშნულია 1500 მ3 მოცულობის ხე-ტყე. ის მოსახლეობაზე არსებული წესით უნდა გაიცეს. უნდა ჩატარდეს სანიტარული ჭრები, მოხდეს ამ მასალის გამოტანა და ამის შემდეგ შედგება პროექტი ტყის აღდგენა-განახლების. მოხდება ჩარგვა იმავე ჯიშების, რაც ადგილზეა,”-განაცხადა კახა გაზდელიანმა.
იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსის განმარტებით, დღედღეობით ახალი ნერგების დარგვას აზრი არ აქვს, რადგან სანიტარული ჭრების დროს ისინი დაზიანდება.