საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ქუთაისის ეკონომიკური განვითარების
მიმართულებით არსებულ პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა კომენტარი ჟურნალისტებთან, დასავლეთ საქართველოში მოღვაწე 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც გიორგი ქობულიამ განმარტა, ის ქუთაისის განვითარების პერსპექტივებს რამდენიმე კუთხით ხედავს, რომელთა შორისაა მეწარმეობასთან, კვების მრეწველობასა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მიმართულებები.
“არის რამდენიმე მიმართულება. მაგალითად, მეწარმეობა. ასევე, ეს არის კვების მრეწველობასა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული მიმართულებები. ვვარაუდობთ, რომ ტურიზმის მიმართულებით ბევრად მეტი პერსპექტივა აქვს ქუთაისს. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქუთაისი არის ლოჯისტიკური ჰაბიც და უფრო განვითარდება აეროპორტის ზრდასთან ერთად,”-განაცხადა მინისტრმა.
ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო