იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მათ სამშენებლო ბიზნესში დასაქმებულებს ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
“ჩვენ მოვიწვიეთ ყველა, რათა მათ გავაცნოთ 2019 წელს დაგეგმილი სამუშაოები. გვინდა იცოდნენ, 12-ვე მუნიციპალიტეტში რა სახის სამუშაოების ჩატარება იგეგმება. ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, 2019 წელს განსაკუთრებული კონტროლი გვექნება სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულებაზე. ნებისმიერი საქმის შესრულება მორგებულია ჩვენი მოსახლეობის კეთილგანწყობაზე, ამიტომ ძალიან მკაცრები ვიქნებით ამ კუთხით,”-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
როგორც იმერეთის გუბერნატორი ამბობს, ის 554-ვე სოფლის შემოვლასა და ადგილობრივების პრობლემების გაცნობას გეგმავს.