გოგი წულაია ქუთაისში, ცენტრალურ ბაღში უფუნქციოდ დარჩენილი საზოგადოებრივი საპირფარეშოს არსებობას აპროტესტებს.
როგორც წულაია ამბობს, რამდენიმე კვირაა საპირფარეშო დაკეტილია და თუ მერიას არ აქვს საშუალება მის ბალანსზე არსებულ ობიექტს მიხედოს, მაშინ ის კერძო უნდა გახდეს.
“წინა მერმა გახსნა საპირფარეშო. იმის მაგივრად, რომ გიორგი ჭიღვარიას გაეხსნა ახალი საპირფარეშოები არსებული დაკეტა. მას ამ პრობლემის გადაწყვეტაზე უნდა ეფიქრა. ადგილი არის ქცეული ანტისანიტარიის კერად. მერმა ქალაქის კი არა, ტუალეტების მართვა ვერ შეძლო,”- განაცხადა “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ.
“ქუთაისში აქციები, კონცერტები ტარდება. მოქალაქეები საპირფარეშოში შესვლას ვერ ახერხებენ. ხალხი ამბობს, ოღონდ გაიხსნას და ფულს გადავიხდითო,”- ამბობს ადგილობრივი ზურაბ ბანძელაძე.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები მომავალი კვირიდან გადაიდგმება.