იმერეთის გუბერნატორი მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
შავლეგო ტაბატაძე მის თავდაცვის სამინისტროში შესაძლო გადაყვანას არ ადასტურებს.
“ამის შესახებ სოციალური ქსელიდან შევიტყვე. ჯერ-ჯერობით, არსად წასვლას არ ვაპირებ. ვარ იმერეთში და ჩართული ვარ ყველა იმ პროცესში, რისი გამოწვევის წინაშეც იმერეთი დგას,”-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
რაც შეეხება 2018 წელს იმერეთში განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე წლის გამოწვევებს, იმერეთის გუბერნატორის თქმით, შესაძლებელია გასული წლის დადებითად შეფასება. მისივე განმარტებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმერეთის რეგიონის მასშტაბით მოძრაობს და მათი მუშაობის შედეგად, შეიქმნება ელექტრონული ბაზა, რომლის მიხედვითაც 2019 და 2020 წლების სამუშაოების დაგეგმარება მოხდება.