ქუთაისის საკრებულო მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტს 26 დეკემბერს დაამტკიცებს.

საკრებულოს 2018 წლის ბოლო სხდომა 26 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 54 960 000 ლარია. ბიუჯეტში პრიორიტეტული ინფრასტრუქტურა და სოციალური მიმართულებაა.

“10 000 000 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვისაა გათვალისწინებული. რგფ-დან გამოყოფილი თანხები არ არის გათვალისიწნებული ბიუჯეტის პროექტში. ველოდებით 11 მილიონი ლარის გადმორიცხვას, თუმცა, ვაპირებთ 16 მილიონის მოთხოვნას. საბოლოო ჯამში, 70 მილიონს გადაცდება ბიუჯეტი, რაც ისტორიული ციფრია, ამდენი ქუთაისის ბიუჯეტი არასდროს ყოფილა,”-განაცხადა ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ, ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები შემდგეგია: 4 800 000 – სოციალური პროგრამები; 4 000 000 – ადმინისტრაციული ხარჯები; 3 900 000 – სპორტის ა(ა)იპ; 4 000 000 – კულტურა; 400 000 ახალგაზრდული მიმართულება; 10 850 000 ბაგა-ბაღების გაერთიანება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *