წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის”
თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილი წყატუბოს 2019 წლის ბიუჯეტს აკრიტიკებს. დეპუტატი ამბობს,რომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის ინტერესებს არ პასუხობს და პრიორიტეტები არასწორადაა შერჩეული.
წყალტუბოს 2019 წლის ბიუჯეტი გუშინ დაამტკიცეს და მას მხარი “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა არ დაუჭირეს.