ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერის მრჩეველთა საბჭოზე თეთრი
ხიდის შესახებ ისაუბრა. როგორც ქალაქის მერმა განმარტა, ხიდს ექსპერტიზა გაზაფხულზე ჩაუტარდება. მისივე განცხადებით, ობიექტს სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ცუდად მოექცა, რითაც მერიის იმიჯიც შეილახა.
“შეგვხვდა არაკეთილსინდისიერი კომპანია, რომელსაც სასამართლოში ვუჩივლეთ. მაქსიამლურად მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ მსგავსი კომპანიები კვლავ არ შემოვიდნენ. კიდევ დარეკეს, შეგვაწუხეს, რაღაცეები გვთხოვეს, მაგრამ ძალიან ცუდად მოექცნენ თეთრ ხიდს და ეს აისახა ჩვენს იმიჯზე. თეთრი ხიდი ქუთაისისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია. გაზაფხულზე თეთრ ხიდს სამხარაულის ექსპტერიზა შეაფასებს თუ რა დონეზეა გაკეთებული. შევამოწმეთ და ხიდი 6 ლარიანი ლაქითაა შეღებილი, საჭიროა სხვა ტიპის ლაქი. იმ თანხებით, რომელიც დაკავებული გვაქვს ფირმისათვის მივიღებთ საბოლოო თეთრ ხიდს,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია “ალმა რუს საქართველომ” შეასრულა.