პლენარული სხდომები კვლავ ქუთაისში გაგრძელდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თბილისის პარლამენტის შენობა პლენარული სხდომების ჩასატარებლად მზად არ არის.

“ყველა შემთხვევაში ქუთაისში უნდა გაიმართოს სხდომა, რადგან ინფრასტრუქტურა არ არის თბილისში მოწყობილი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსნებთ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგირაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი აღარაა. მმართველმა გუნდმა კონსტიტუციურ პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი არ მიუთითა. შესაბამისდ, მოგვიანებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად დაბრუნდეს. ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში კი საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *