პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, გოგი წულაიამ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი დაწვა.
წულაიას თქმით, ბიუჯეტი ქალაქის განვითარებაზე არ არის ორიენტირებული და 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მხოლოდ მიმდინარე წლის “გადაგორებას” ემსახურება.
“2019 წლის ბიუჯეტში ქუთაისის განვითარებაზე, მის პერსპექტივაზე არაფერია ნათქვამი. არა არის მთავარი რამდენ დახმარებას გასცემ, სატრაბახოა თუ მომავალ წელს რამდენის მდგომარეობა გაუმჯობესდება. ბიუჯეტის ტრაგედიაა ის, რომ დოკუმენტი ქალაქის განვითარებაზე არ არის მორგებული. არც ერთ მუხლში ქალაქის გადარჩენაზე არ არის საუბარი. შესაძლოა, რამე ციფრები არის გაზრდილი, მაგრამ ძირითადად ბიუჯეტი წინა წლიდანაა გადაწერილი,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
წულაია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მათ გაყიდონ ქუთაისის მერიის შენობა და მთავრობის სახლში გადავიდნენ. გოგი წულაია მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებით ქალაქის განტვირთვისა და განვითარების მეტი შანსი არსებობს.
ქუთაისის მერიაში წულაიას ბრალდებებს არ პასუხობენ.
.