საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაშია.
ქუთაისის საკრებულოს წევრი, გამარჯვების ოქლის მაჟორიტარი ქვეყნის ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას აფასებს. მისი განცხადებით ეს მნიშნევლოვანი ნაბიჯია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.
“გილოცავთ ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი რედაქციით ამოქმედებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის. ახალ კონსიტუციაში ჩვენი, მოქალაქეების მისწრაფებები არის ასახული, რომელსაც ბევრ სიკეთესთან ერთად მივყავართ დემოკრატიის განმტკიცებისკენ და ჩვენი ხვალინდელი დღის განვითარებისკენ.წინ ძალიან საინტერესო წლები გველის. მნიშვნელოვანია რომ ახალი რედაქციით იცვლება ქვეყნის მოწყობის წესი, რაც ითვალისწინებს ძლიერ საპარლამენტო რესპუბლიკას რაც თავის მხრივ ნიშნავს დემოკრატიული მართველობის უფრო მაღალ სტანდარტს.
დღეიდან კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლებას. ეს უფლება გავრცელდება ნებისმიერ ადამიანზე და არა მხოლოდ მოქალაქეზე. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აღარ იქნება პროფესიული საიდუმლოება. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტიტუციას ემატება ნორმა გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფასა და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრაზე. ამ და ბევრი საინტერესო სიახლეების ფონზე მჯერა საქართველოს წინ ძალიან საინტერესო წლები ელის, რომელიც ქავეყნის დემოკრატიული განვითარებისა და გამყარების პროცესზე მხოლოდ დადებითად აისახება.” – აცხადებს ირაკლი შენგელია.