ახალი კონსტიტუციით, რომელიც დღეიდან ამოქმედდა,
საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობა იცვლება.
მმართველმა გუნდმა კონსტიტუციურ პროექტში პარლამენტის ადგილსამყოფელად ქუთაისი არ მიუთითა. შესაბამისდ, მოგვიანებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2019 წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო დედაქალაქში სრულად დაბრუნდეს.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში კი საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმება.
პარლამენტის ადგილმდებარეობასთან ერთად შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესიც. ახალი კონსტიტუციით, 2023 წლიდან საქართველოში პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია არაპირდაპირი წესით აირჩევს.