თელავში, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას “გირჩი” არ უერთდება. პარტიის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, შეკრებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა, აქცია დესტაბილიზაციის მცდელობაში არ უნდა გადაიზარდოს. ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პრეზიდენტის სასახლეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი პირის სასახლე არა თბილისში არამედ ქუთაისში უნდა იყოს.
“ჩვენი პოლიტიკური პარტია არ უერთდება ამ აქციას. ოპოზიციას კი შეკრებისა დ აგამოხატვის უფლება აქვს. ვიმედოვნებ, რომ ამ აქციის მიზანი არ არის ის, რომ რაღაც დაპირისპირება მოხდეს. რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავლაბრის სასახლე საერთოდ უნდა გაიყიდოს. ჩემი აზრით, პრეზიდენტის სასახლე ქუთაისში უნდა იყოს,”- განაცხადა “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.