საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ომარ ნიშნიანიძე არჩეული პრეზიდენტის,

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს. ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.

 

“მოსაწვევი გზაშია ალბათ, ჩემამდე არ მოსულა, არ ვიქნები მიწვეული. არ ვიცი ვინ ადგენს ამ სიას. ძველი გვარდიის მიმართ არის “ჩაჩოჩების” ტენდენცია და ეს წლებია გრძელდება. ალბათ, დადგება დრო პოლიტიკურ პროცესებში ჩვენი ჩართვის, არ ვგულისხმობ თანამდებობებს. არ მინდა ვიწუწუნო. ეს პარტია, მითუმეტეს ქუთაისში, ჩემი დაფუძნებულია, თუმცა, არ გავხსენებივარ არავის. დავსვი საკითხი, მმართველი გუნდიდან ვინ აპირებს ჩემ “ჩაჩოჩებას” და აუცილებლად გავარკვევ ამას,”- ამბობს ნიშნიანიძე.

ნიშნიანიძის ინფორმაციით, ე.წ ძველი გვერდიის არც ერთი წევრი ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *