“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ საუბრობენ.
მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაცია როგორც რიგით თანამშრომლებს, ასევე, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირებსაც შეეხება. მათივე განცხადებით, მერიაში “წმენდა” პოლიტიკური ნიშნით 2019 წლიდან ჩატარდება.
“ხელისუფლება მორიგ სადამსჯელო ოპერაციას იწყებს. დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლება სადამსჯელო ოპერაციას იმ ჩინოვნიკების მიმართ დაიწყებს, ვინც საარჩევნო კამპანიაში სათანადოდ არ იყვნენ ჩართულნი. ის პირები კი, ვინც სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებაში ეხმარებოდნენ, წახალისებული იქნებიან,”-განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა დავით გოგისვანიძემ.
როგორც პარტიაში ამბობენ, რეორგანიზაცია მერიაში ნამდვილად არის ჩასატარებელი, თუმცა, იმ სქემით, რომ მერიისა და საკრებულოს სტრუქტურა ქალაქის ინტერესებს ემსახურებოდეს. მათივე თქმით, რეორგანიზაცია მერიაში სამართლიანი კონკურსის წესით უნდა განხორციელდეს.