იმერეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, იმერეთში 2 448 000 ლარის ზარალია დათვლილი. როგორც იმერეთის გუბერნიაში აცხადებენ, მონაცემები საბოლოო არა არის, რადგან მოქალაქეები დაზიანებების შესახებ ინფორმაციას დღესაც აწვდიან მერიებსა და შესაბამისი ტერიტორიული მართვის ორგანოებს.

“ინფორმაცია ყოველ საათში იცვლება და შესაძლოა, ზარალის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დროულად აღმოიფხვრას პრობლემები. სწორედ ამ მიზინით დავდივარ დაზარალებულ ოჯახებში და მათთან ერთად განვიხილავ იმ საკითხებს, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის არის საჭირო,”–განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.

მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ მოსახლეობას გადასახური მასალები გადაეცემა. დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპიც.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *