ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭო მოქალაქეთა ინიციატივების ერთიან დოკუმენტს შეიმუშავებს.
აღნიშნულ დოკუმენტში volis.ge-ზე დარეგისტრირებული, სამოქალაქო ფორუმსა და მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაჟღერებული ინიციატივები შევა.
volis.ge-ზე დარეგისტრირებული ინიციატივებიდან მრჩეველთა საბჭომ სამი ყველაზე მაღალქულიანი ინიციატივები შეარჩია:
ქუთაისის კულტურული დაწესებულებების ადაპტირება შშმ პირთათვის – თამარ ხაჭაპურიძე -139 ქულა;
ამფითეატრი – ბაია კოღუაშვილი – 129 ქულა;
საზოგადოებრივი საპირფარეშოები – ნინო მინდიაშვილი – 124 ქულა.
ასევე, საბჭო რეკომენდაციას გაუწევს შემდეგ ინიციატივებს:
ქუთაისის კულტურული ბილიკი – ეკატერინე მარუქაშვილი – 122 ქულა;
მწვანეყვავილას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი – მაია ყუფარაძე – 119 ქულა;
ვიდეო ნარკვევები ქუთაისზე – გია დვალიშვილი – 114 ქულა;
გია ჭანტურიას ქუჩაზე არსებული წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთ ფასადის განათება (ქალაქის მხრიდან) – გურამ გოცირიძე – 112 ქულა;
26 მაისის ქუჩის კეთილმოწყობა – გიორგი კირვალიძე – 110 ქულა.
მოქალაქეთა ინიციატივების ერთიან დოკუმენტს მრჩეველთა საბჭო მერიას გადასცემს და მასში ყველა გაჟღერებული ინიციატივა შევა.
საკონკურსო პირობების თანახმად, volis.ge-ზე გამოქვეყნებული ინიციატივებიდან მერიამ ერთ-ერთი 2019 წლის ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოს.