ცესკოს წინასწარი ინფორმაციით, ვანში სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს
მხარი ამომრჩევლის 63,39-მა %-მა დაუჭირა, რაც 9440 ამომრჩეველია. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი ხმების 36,61 პროცენტი მიიღო, ანუ მას ნდობა 5453-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა.
ვანის 53-ე საარჩევნო ოლქში სულ 31 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმები ყველა მათგანზეა დათვლილი.