ცესკოს მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ლიდერობს სამტრედიაში.
სალომე ზურაბიშვილმა ხმების 61,48 პროცენტის მოგროვება შეძლო, ანუ მას მხარი 16 155-მა ამომრჩეველმა დაუჭირა. გრიგოლ ვაშაძეს 38, 52 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. მას ხმა 10120-მა ამომრჩეველმა მისცა.
სამტრედიის 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 50 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმები ყველა მათგანზე დათვლილია.