ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თერჯოლაში სალომე ზურაბიშვილს მხარი 11 811-მა ამომრჩეველმა დაუჭირა,
რაც 55,43 პროცენტს შეადგენს. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კი 9497 ხმის მოგროვება შეძლო, რაც 44, 57 პროცენტია.
თერჯოლის 49-ე საარჩევნო ოლქში სულ 33 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმები ყველა მათგანზე დათვლილია.