ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ლიდერობს ბაღდათში.
სალომე ზურაბიშვილს მხარი 7055-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც 54,33 პროცენტია. გრიგოლ ვაშაძეს კი 45,67 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, ანუ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს ნდობა 5931-მა ამომრჩეველმა გამოუცხადა.
ბაღდათში სულ 30 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმები ყველა უბანზეა დათვლილი.