ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საჩხერეში პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა
სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები თითქმის სრული უპირატესობით მოიგო. პრეზიდენტობის კანდიდატმა აქ ხმების 91, 78 პროცენტის მოგროვება შეძლო, ანუ მას მხარი 24810-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი ხმების 8,22 პროცენტი ერგო, მას მხარი მხოლოდ 2221-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
საჩხერეში სულ 57 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ხმები ყველა უბანზეა დათვლილი.