ზესტაფონში, სოფელ საზანოში 35-ე საარჩევნო უბნის
მიმდებარე ტერიტორიაზე, წარწერით-5 ცოცხები გადმოფინეს. ასევე, პლაკატები წარწერებით “არა ნაცისტებს” და “არა ფაშისტებს” გააკრეს.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ამით კიდევ ერთხელ გამოუცახდეს პროტესტი იმ ძალას, რომლის ხელისუფლებაში მოსვლასაც ეწინააღმდეგებიან.
“რაღაც იმედი გაუჩნდათ ნაცებს, რომ ისევ მობრუნდებიან და მათ კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ ეს ასე არ არის. ჩვენ უარს ვრუბნებით ბოროტებას,”-განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ლევან ჭანტურიძემ.