17 საათის მონაცემებით, ზესტაფონში
საკუთარი არჩევანი 26 ათასზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსრა. საარჩევნო უბნებზე 26 ათას 763 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 48.4%-ია.
აქ სულ 55 ათას 329 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ბაღდათში 11 ათას 555 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე 17 საათისათვის, რაც საერთო რაოდენობის 52,5 %-ს შეადგენს. აქ სულ 21 ათას 997 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
თერჯოლაში საარჩევნო ყუთთან ასევე 17 საათისათვის 17 ათას 873 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 52,7%-ს შეადგენს. სულ კი 33 ათას 937 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ხარაგაულში არჩევნებზე 17 საათისთვის 11 ათას 426 ამომრჩეველი ( 57,9%) მივიდა. სულ რეგისტრირებულია 19 ათას 730.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში 17 საათისათვის საარჩევნო ყუთთან სამტრედიაში 22 ათას 794 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 49,3%-ს შეადგენს.
სამტრედიაში სულ 46 ათას 186ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ხონში 17 საათისათვის საარჩევნო ყუთთან 13 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.13 ათას 32-მა ამომრჩეველმა მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი, რამაც ამომრჩევლის 56,1 % შეადგინა. სულ23 ათას 231 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ვანში არჩევნებზე 17 საათისთვის 13 ათას 135 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 52,2 %-ია. აქ 25 ათას 140 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ჭიათურაში არჩევნებზე 17 საათისათვის 19 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა. საკუთარი არჩევანი 19ათას 375-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლის 44,9 %-ს შეადგენს. სულ აქ 43 ათას 118 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საჩხერეში არჩევნებზე 17 საათისთვის 24 ათას 250 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 57,2 %-ია. სულ რეგისტრირებულია 42 ათას 391 ამომრჩეველი.
ტყიბულში საარჩევნო ყუთთან 11ათას 116 ამომრჩეველი მივიდა, რამაც საერთო რაოდენობის 51 % შეადგინა. აქ მეორე ტურისთვის 27 ათას 791 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
წყალტუბოში საკუთრი არჩევანი 24 ათას 951 ამორჩეველმა გააკეთა რაც საერთო ამომრჩევლის 48,6 პროცენტია. სულ წყალტუბოში 51 ათას 392 ამომრჩეველია რეგისტრირებული.