15 საათის მონაცემებით, ზესტაფონში
საკუთარი არჩევანი 22 ათასზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსრა. საარჩევნო უბნებზე 22 ათას 599 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 40.8%-ია.
აქ სულ 55 ათას 329 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ბაღდათში 10 ათას 57 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე 15 საათისათვის, რაც საერთო რაოდენობის 45,7 %-ს შეადგენს. აქ სულ 21 ათას 997 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
თერჯოლაში საარჩევნო ყუთთან ასევე 15 საათისათვის 14 ათას 848 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 43,8%-ს შეადგენს. სულ კი 33 ათას 937 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ხარაგაულში არჩევნებზე 15 საათისთვის 9 ათას 785 ამომრჩეველი ( 49,6%) მივიდა. სულ რეგისტრირებულია 19 ათას 730.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში 15საათისათვის საარჩევნო ყუთთან სამტრედიაში 18 ათას 958 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 41%-ს შეადგენს.
სამტრედიაში სულ 46 ათას 186ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ხონში 15 საათისათვის საარჩევნო ყუთთან 10 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.10 ათას 696-მა ამომრჩეველმა მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი, რამაც ამომრჩევლის 46 % შეადგინა. სულ23 ათას 231 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ჭიათურაში არჩევნებზე 15 საათისათვის 16 ათასზე მეტი ამომრჩეველი მივიდა. საკუთარი არჩევანი 16 ათას 381-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლის 38 %-ს შეადგენს. სულ აქ 43 ათას 118 ამომრჩეველია რეგისტრირებული
ტყიბულში საარჩევნო ყუთთან 9 ათას 635 ამომრჩეველი მივიდა, რამაც საერთო რაოდენობის 40,7 % შეადგინა. აქ მეორე ტურისთვის 27 ათას 791 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
წყალტუბოში საარჩევნო ყუთთან 20 ათასზე მეტი მოქალაქე მივიდა. 15 საათისათვის ამომრჩეველთა რაოდენობამ 20 ათას 903 შეადგინა. სულ წყალტუბოში 51 ათას 392 ამომრჩეველია რეგისტრირებული.