ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრმა გიგა შუშანიამ წინასაარჩევნო
პერიოდი შეაჯამა და არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. როგორც შუშანია ამბობს, ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდება, ხდება ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება და მიმდინარეობს მზადება არჩევნების გაყალბებისათვის.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ყველა პოლიციის უფროსი. მათ აქვთ დავალება, რომ არჩევნების დღეს ყველა უბანზე თითო წარმომადგენელი ჰყავდეთ დამკვირვებლის სტატუსით. თუ აღმოჩნდება, რომ უბნებზე ჩვენი დამკვირვებლები იაქტიურებენ და დაიწყებენ ამომრჩევლების ხმების დაცვას, ამ პირებმა უნდა მოაწყონ ჩხუბის პროვოცირება და კომისიის თავმჯდომარემ ისინი უბნიდან უნდა გამოუშვას. გეგმავენ, რომ ჩვენი დამკვირვებლები მასიურად გამოყარონ საარჩევნო უბნებიდან,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, არჩევნების დღეს ბიულეტენების გაბათილებების მცდელობებიც იგეგმება. გიგა შუშანია მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისაკენ და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.