ქუთაისში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარ პოზიციას 156 281 ამომრჩეველი დააფიქსირებს.
პირველი ტურის შემდეგ, ამომრჩეველთა რაოდენობა 230-ით გაიზარდა. პირველ ტურში საკუთარი არჩევანი 156 051-მა მოქალაქემ გააკეთა.
როგორც 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამომრჩეველთა რაოდენობის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორისაა იმ ადამაინების რაოდენობა, რომელთაც პირველი ტურის შემდეგ 18 წელი შეუსრულდათ და რომლებიც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დარეგისტრირდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა რაოდენობა 9 781-ით გაიზარდა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენდა, მეორე ტურისთვის კი, მათი რაოდენობა უკვე 3 528 658 გახდა.