წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა და ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა ქუთაისის საკრებულოს
უმრავლესობის დეპუტატმა ოთარ ლორთქიფანიძემ.
“როდესაც ოპოზიციას ხელში ჩაუვარდება კანონდარღვევის დამადასტურებელი ფაქტები, როგორ ფიქრობთ, ისინი არ მიმართავენ სამართალდამცავებს? ეს არის აბსურდული ბრალდებები. სასაცილოა მსგავს ბრალდებებზე საუბარი, მსგავსი ჩანაწერების გაკეთება ყველას შეუძლია. თუ ფაქტები ნამდვილია, მიმართონ სამართალდამცავებს,”-განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.
როგორც საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, მმართველი გუნდის მთავარი მიზანი არჩევნების მშვიდ გარემოში და კანონის დაცვით ჩატარებაა.