წყალტუბოს განვითარების პერსპექტივებზე
სასაუბროდ და საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდასაჭერად “საზოგადოებრივი მხარდაჭერის ცენტრი” გაიხსნება.
“დღეს თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიის ხაზი გადის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჩვენ, ცენტრის დამფუძნებლებს, გვადარდებს თუ როგორ ქვეყანაში მოგვიწევს ხვალ ცხოვრება. აქ ვისაუბრებთ ქვეყნისთვის და ქალაქისთვის საჭირო სხვადასხვა თემებზე. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აღელვებს ქვეყნის ხვალინდელი დღე შეუძლია შემოგვიერთდეს.” – ამბობს “საზოგადოებრივი მხარდაჭერის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელო ლილი გელენიძე.
ცენტრი წყალტუბოში 12 ნოემბერს, 13:00 საათზე, რუსთაველის 9 ნომერში (სასტუმრო ორიონი) გაიხსნება და ყოველდღე იმუშავებს.