ქუთაისის მოქალაქეებმა 2019 წლის ბიუჯეტის
პრიორიტეტებზე იმსჯელეს. მონაწილეებმა მათთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე პროექტი წარუდგინეს ადგილობრივ თვითმმართველობას: სოციალური, ინფრასტრუქტურული და ახალგაზრდული მიმართულებით. ღია კენჭისყრით გამოვლინდა ის 3 პროექტი, რომელიც მერის მრჩეველთა საბჭოს წარედგინება განსახილველად და აქედან ერთ-ერთი, ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში აისახება.
ეს პროექტებია: საბავშვო ბაღებში ახალი, ეკოლოგიურად უსაფრთხო ატრაქციონების მონტაჟი,ფასადების, ტროტუარებისა გარე განათების საკითხები და დამხმარე მეურნეობა.
2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებული ვარიანტი სავარაუდოდ 53 მილიონი იქნება. ქუთაისი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 11 მილიონი ლარის ტრანსფერს ელოდება, რაც შარშან ეს თანხა 8 მილიონი იყო. გარდა ამისა, მილიონ 765 000 ლარით გაიზრდება გათანაბრებითი ტრანსფერი. 2019 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები კი ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები იქნება.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის სახალხო განხილვები კვლავ გაგრძელდება.