წყალტუბოში სალომე ზურაბიშვილის
მხარდასაჭრად საზოგადოებრივი ცენტრი დაფუძნდა. ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელის ლილი გელენიძის თქმით დღეს ქვეყანას სჭრიდება სწორი არჩევანის გაკეთება, რომელიც საქართველოს თავისუფელბასა და დემოკრატიულ განვითრებას გაამყარებს.
“დღეს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. სწორი არჩევანის ხაზი კი გადის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატზე. ჩვენ, ცენტრის დაფუძნებით ღია მხარდაჭერას ვუცხადებთ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დემოკრატიული განვითარება არ უნდა დადგეს კითხვისნიშნის ქვეშ. ნებისიერ მოქალაქეს, რომელსაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე შეუძლია ნებისიერ დროს ეწვიოს ცენტრს. გარდა საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერისა ჩვენ აქ ასევე ვისაუბრებთ ჩვენი ქალაქის, წყალტუბოს შესახებ” – ამბობს “საზოგადოებრივი მხარდაჭერის ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლილი გელენიძე.
“საზოგადოებრივი მხარდაჭრის ცენტრი” საინიციატივო ჯგუფმა დააფუძნა და გარდა საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მხარდაჭრის გამოცხადებისა მიზნად ისახავს წყალტუბოს განვითარების პერსპექტივებზე საუბარს.