გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს, კომპეტნციის ზრდის მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდათ.
როგორც საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ამბობს, საბჭოს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანია საბჭოს წევრების კომპეტენციის ზრდა, აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიზნის ქვეშ არასამთავრობო ორგანიზაციამ “უფლებებისა და განათლებისათვის” საბჭოს ტრენინგთა სერია შესთავაზა.
“გულწრფელი მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციას “უფლებებისა და განათლებისათვის”, რომელმაც “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს ტრენინგთა სერია შესთავაზა. ეს პროცესი, რომელიც მიმართულია საბჭოს წევრების კომპეტენციის ზრდისკენ, საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით მიდის. საბჭოს, როგორც ქმედითი ინსიტუციის გაძლიერება ნიშნავს საზოგადოებაში აღნიშნული საკითხისადმი ცნობიერების ზრდას,” – ამბობს ირაკლი შენგელია, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.
საბჭოს წევრებს ჯამში 3 ტრენინგი ჩაუტარდათ შემდეგ თემებზე: შშმ პირთა საკითხები; ლგბტი ადამიანთა უფლებები და ჯგუფის სპეციფიკური საჭიროებები; მსხვერპლთა საჭიროებები და დაცვის/დახმარების სერვისები სამართლებრივი და ინსტიტუციური ბარიერები.
აღნიშნული ტრენინგები “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.