ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდს აფასებს.
როგორც მურღულია ამბობს, ხიდზე ციტატების დატანის იდეა საინტერესოა, თუმცა მას ხის მასალა უფრო მოსწონს.
“გუშინ გავიარე თეთრ ხიდზე, ლამაზადაა განათებული. იდეა მომეწონა. მე არ შევალ არც ჩემი წინამორბედის და არც ჩემ შემდგომ მყოფი ადამიანის მიერ რაიმე გაკეთებული საქმის კრიტიკაში. დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან დიდი სურვილი და კარგი იდეა აქვთ, რომ ეს ხიდი კარგი გამოვიდეს. ციტატების დატანის იდეა მე ძალიან მომეწონა. მე უფრო ხეს ვანიჭებ უპირატესობას, მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ხარისხი დაცული უნდა იყოს,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.
თეთრი ხიდი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, თუმცა, სამუშაოები ხიდზე ამ დრომდე მიმდინარეობს.